მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებით ამაყობენ.
აბიტურიენტებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
უნივერსიტეტში სწავლას სკოლის 36 კურსდამთავრებული აგრძელებს, მათგან ნაწილმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, არაერთი უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
სკოლაში ახარებთ, რომ დაფასდა როგორც აბიტურიენტთა შრომა, ისე პედაგოგთა ამაგი. დირექცია და მასწავლებლები ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და მათელ მომავალს უსურვებენ.
„ჩვენო საამაყო კურსდამთავრებულებო!
გილოცავთ, სტუდენტობას, მუდამ წარმატების გზებით გევლოთ, გვჯერა, რომ იქნებით ქვეყნის უკეთესი მომავლის შემქმნელები. სკოლა მადლობას უხდის მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის, მოსწავლეებს - სიბეჯითისა და შრომისმოყვარეობისთვის, მშობლებს - ნდობისთვის. ეს წარმატებები მთელი სასკოლო საზოგადოების გამარჯვებაა. სიამაყით ვაცხადებთ, რომ გვყავს ორი 100%-იანი გრანტის, ექვსი 50%-იანი გრანტის მფლობელი და ექვსი უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხული სტუდენტი. საერთო ჯამში, 36 კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში. საქართველოს მომავალი წარმატებისთვის წინ იარეთ, ძვირფასებო, გვეამაყებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
უმაღლესების საყურადღებოდ - რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისთვის
საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას