მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს მთელი საქართველოს მასშსტაბით. უწყება 76 ახალი კადრის მიღებას გეგმავს, მანდატურის ანაზღაურება 1125 ლარი იქნება. კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება 6 სექტემბრიდან დაიწყო და 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსი გამოცხადდა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
ა) თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:
ა.ა) ქ. თბილისი - 35 ვაკანსია;
ა.ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქსანი - 1 ვაკანსია;
ბ) აჭარისა და გურიის ცენტრი:
ბ.ა) ქ. ბათუმი - 10 ვაკანსია;
ბ.ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი მახო - 1 ვაკანსია;
ბ.გ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი წინსვლა - 1 ვაკანსია;
გ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:
გ.ა) ქ. ზუგდიდი - 1 ვაკანსია;
გ.ბ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის სოფელი ნარაზენი - 1 ვაკანსია;
გ.გ) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ხეთა - 1 ვაკანსია;
გ.დ) ქ. აბაშა - 2 ვაკანსია;
დ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:
დ.ა) ქ. ქუთაისი - 3 ვაკანსია;
დ.ბ) ქ. ამბროლაური - 1 ვაკანსია;
ე) შიდა ქართლის ცენტრი:
ე.ა) ქ. გორი - 4 ვაკანსია;
ე.ბ) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი მეფისქალაქი (ყოფილი ახალქალაქი) - 1 ვაკანსია;
ვ) ქვემო ქართლის ცენტრი:
ვ.ა) ქ. ბოლნისი - 1 ვაკანსია;
ვ.ბ) ქ. თეთრიწყარო - 2 ვაკანსია;
ვ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი საიმერლო - 1 ვაკანსია;
ვ.დ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზქენდი - 1 ვაკანსია;
ვ.ე) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი - 2 ვაკანსია;
ზ) კახეთის ცენტრი:
ზ.ა) ქ. თელავი - 1 ვაკანსია;
ზ.ბ) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდალი - 1 ვაკანსია;
ზ.გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი დუზაგრამი - 1 ვაკანსია;
ზ.დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კარდენახი - 1 ვაკანსია;
ზ.ე) სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ბოდბისხევი - 1 ვაკანსია;
თ) სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:
თ.ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი უდე - 1 ვაკანსია;
თ.ბ) დაბა ბაკურიანი - 2 ვაკანსია.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
ნასამართლობის არმქონე;
სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
სახელმწიფო ენის მცოდნე;
სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
საკონკურსო თემატიკა:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანება.
იხ. ელექტრონული ბმული:
ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის დასრულების შემთხვევაში, პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკემნეტის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დოკუმენტის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა ის იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.
სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში კანდიდატის საკონკურსო განაცხადი დარჩება განუხილველი.
მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.
საბუთების წარდგენა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge
კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;
მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა თვე-ნახევარი;
მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.
დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების ფორმისა და დროის, კონკურსის შედეგების თაობაზე მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება;
განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2
შენიშვნა: მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც შეირჩევიან მოსამზადებელი კურსების გასავლელად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ცნობა პირის მსჯავრდების შესახებ;
ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.
მანდატურობის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან მოსამზადებელ კურსებს დანიშვნამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
რეზიუმე (CV);
2 ფოტოსურათი ¾-ზე, ასევე დისკზე ჩაწერილი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.