მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებმა უსინათლოებისთვის უნიკალური აპლიკაცია შექმნეს და ტექნოლოგიურ კონკურსში გაიმარჯვეს.
საერთაშორისო კონკურსის - Technovation Girls ქართულ ფინალში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა - თამუნა წინალაძემ, ლიზი შანიძემ, თამო ვერძაძემ და თეა ხარაბაძემ უსინათლოებისთვის შეიმუშავეს აპლიკაცია, რომელიც სენსორულ სათვალეებს უკავშირდება. ამ უკანასკნელზე დამაგრებული კამერისა და აპლიკაციის სინთეზური მუშაობით კი, უსინათლო პირები გარემოში უსაფრთხოდ ორიენტირებას შეძლებენ.
გოგონათა პროექტი უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებას გაუმარტივებს.
აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას ასევე აქვს წიგნის კითხვის ფუნქციაც – მომხმარებელი თავად ატვირთავს სასურველ წიგნებს, ჩაშენებული AI სისტემა კი მისთვის წაიკითხავს
აღსანიშნავია, რომ Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე გამარჯვებული გუნდები, საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.
ფერიის საჯარო სკოლაში გოგონათა წარმატება ახარებთ, გამარჯვებას ულოცავენ და მათ პროექტს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება უსურვებენ.
მოსწავლეთა პედაგოგი თამუნა გოგოლაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობს და გოგონებს წარმატებას დიდი სიყვარულითა და სიამაყით ულოცავს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა