სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო, პიროვნება

„დავადექი გზას, სადაც შეცდომების დაშვების უფლება არასდროს მექნება“-სასწავლო წლის პირველი დღე დირექტორის ამპლუაში და ლიდერების გულწრფელი ისტორიები
18-09-2024
-
+


სასწავლო წლის დასაწყისი, მონატრებულ მოსწავლეებთან შეხვედრის ემოციები და ამასთან ერთად ზრუნვა, სასწავლო გარემო იყოს უსაფრთხო, ბავშვებმა კი მიიღონ ხარისხიანი განათლება... სკოლის ლიდერებს უდიდესი მისია აკისრიათ, სასწავლო წლის დაწყების „ორომტრიალში“ ჩაბმულები კი, etaloni.ge-სთან ერთად, არცთუ შორეულ წარსულში ბრუნდებიან. ლიდერები იხსენებენ განცდებს, რომლებიც სასკოლო საზოგადოების წინაშე დირექტორების ამპლუაში წარდგენისას ჰქონდათ და სათავეში ჩაუდგნენ დაწესებულებას, რომელიც ქვეყანას ღირსეულ, განათლებულ მოქალაქეებს უზრდის.

გულნარა მუშარბაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი: 

მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი და ვიცით, ეს რა დიდი პასუხისმგებლობაა, როცა დირექტორის ამპლუაში წარვდექი ჩემი კოლეგების წინაშე, გაორმაგებული პასუხისმგებლობის განცდა დამეუფლა, ჩემი კოლექტივისა და მოსწავლეების წინაშე. ქვეცნობიერი მეუბნებოდა: ეს არის ის გზა, რომელზეც არასდროს მექნება შეცდომების დაშვების უფლება, გზა, რომელმაც ნათელი მომავალი უნდა მისცეს ჩემს მოსწავლეებს და პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნისა და სოფლის წინაშე - ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და ის ადამიანური განცდა, რაც მაშინ პირველად დამეუფლა. სასიამოვნო პასუხისმგებლობა - ასე დავარქმევდი, იმას, რასაც დირექტორობა ჰქვია. 

თამარ ქობალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

წელს ოფიციალურად დავინიშნე, 2 წელი კი მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი. როგორც სკოლის დირექტორისთვის, პირველი დღე ძალიან საინტერესო და ემოციური იყო, ვღელავდი, თუმცა ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართა. შეუძლებელია თავიდან არ გქონდეს ნერვიულობის მომენტი და შიში, გაართმევ თუ არა თავს, თუმცა ჩემმა გამოცდილებამ თავდაჯერებულობა შემძინა და დღეს შემართებით წინ და წინ მივიწევთ. მაშინაც და დღესაც, მე და ჩემი გუნდი ვცდილობთ მოსწავლეებს საზეიმოდ დავხვდეთ, შევუქმნათ უსაფრთხო და მათზე მორგებული გარემო, სივრცე, რომელში ყოფნაც მათთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. 

ელგუჯა მუქერია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: 

წელს დავინიშნე სკოლის ხელმძღვანელად, ახლა ველოდები დიდი იმედებით, მოსწავლეებთან შეხვედრას და სასწავლო პროცესის დაწყებას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი დირექტორად დანიშვნა შვებულების პერიოდს დაემთხვა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს მაშინაც ახლდა ემოცია. განათლების სფეროში წლებია ვმუშაობ და საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, თუმცა დირექტორობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ძალიან იზრდება, მეც ვეჩვევი ამ თანამდებობას, ამ სისტემას კარგად ვიცნობ და დადებითი მოლოდინები მაქვს. სასწავლო წლის პირველ დღეზეც არ ვნერვიულობ, რადგან ამ ბავშვებთან საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, პედკოლექტივსაც კარგად ვიცნობ და ახალი არაფერია ჩემთვის, ადაპტაციის პერიოდი არ გამჭირვებია, პირიქით, უფრო და უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. 

ნინო ბურჯალიანი, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის დირექტორი: 

ძალიან ემოციური იყო ეს დღე, ჩემს შემთხვევაში განსაკუთრებით იმით, რომ იმ სკოლის ხელმძღვანელი გავხდი, სადაც ვსწავლობდი, სადაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და სადაც ჩემი შვილები გავზარდე.  3 წლის წინ გავხდი ამ სკოლის დირექტორი და პირველი შეხვედრა მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ძალიან თბილი იყო, ისეთი ემოციები მქონდა, არასდროს, რომ არ დამავიწყდება. ამ სკოლაში მასწავლებელიც ვიყავი, ბავშვობიდან მოყოლებული, აქ თავს ყოველთვის სახლში ვგრძნობდი, ახლაც ასეა, უბრალოდ გაზრდილი პასუხისმგებლობებით. 

ციალა ძნელაძე, აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი: 

განსაკუთრებით ვემზადებოდი ამ დღისთვის, მოგეხსენებათ სკოლებში ადმინისტრაცია და პედაგოგები სასწავლო წლის დაწყებამდე ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს. მე პედაგოგებზე უფრო ადრე დავიწყე სამზადისი, როცა ჩემი კოლექტივიც გამოცხადდა სკოლაში, პირველი ემოციები მაშინ მქონდა, მივიღე მათი მოლოცვები, გამიზიარეს თავიანთი ემოციები, იდეები და  ვისაუბრეთ, როგორ ვიმუშავებდით ერთად. უკვე 15 წელია, რაც სკოლას ვხელმძღვანელობ, მესამედ ამირჩიეს. პირველი დღე მაინც სულ სხვა იყო, გამოცდილების გარეშე, როცა პირველად დგამ ამხელა ნაბიჯს და სათავეში უდგები სკოლას, უმნიშვნელოვანეს დაწესებულებას, რომლის კედლებშიც თაობები იზრდებიან, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ეს მაშინ, როცა მშობლიური სკოლის ხელმძღვანელი ხდები. ძალიან მოზომილი უნდა იყო, როცა შენს მოსწავლეებსა და კოლეგებს დირექტორად ეცნობი. 

კობა ბერძული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ცხენთაროს საჯარო სკოლის დირექტორი: 

პირველი დღე, როცა მოსწავლეებსა და პედაგოგებს, როგორც სკოლის ხელმძღვანელი ისე უნდა შევგებებოდი, რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო იყო, თუმცა სტანდარტული დღე იყო, ყველა იმ საქმით დატვირთული, რისი კეთებაც გვიწევს ახალი სასწავლო წლის დაწყებისას. სკოლა არის ჩემი ოჯახი, სამსახური და ამას პროფესიონალურად ვეკიდები, ვიაზრებ, რომ ჩემზე და ჩემს გუნდზე ბევრია დამოკიდებული და ვცდილობ, რომ ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულო. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის

2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცის დაწყების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება