მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება და პედაგოგებს მოსწავლეთა მშობლებთან შეხვერა მოუწევთ. თუმცა საინტერესოა, ეს შეხვედრა რა ფორმატით უნდა შედგეს და აქვთ თუ არა კლასის დამრიგებლებს სასწავლო წლის დასაწყისში კრების ჩატარების ვალდებულება?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერაც დამრიგებელი საჭიროდ ჩათვლის, რომ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა აუცილებელია და განსახილველია მოსწავლეთა სასწავლო შედეგები, ქცევა, წარმოჩენილი პრობლემები... იმდენჯერ აქვს უფლება პედაგოგს, მშობელთა კრება მოიწვიოს.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დამრიგებელმა მშობელს მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, „საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია“.
თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მშობლის თანდასწრებით საუბარი. იმ მოსწავლეთა მშობლებს, რომლებსაც სწავლისა და განვითარების პრობლემები აქვთ, დამრიგებელი ინდივიდუალურად უნდა გაესაუბროს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.