სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რა ნივთები უნდა იყოს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ჩანთაში
15-09-2024
-
+


დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის დაწყება, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი დღესასწაულია. მათთვის სკოლაში საზეიმო ღონისძიება ეწყობა, კლასები ფერადი დეკორაციით, ბუშტებით ირთვება და მასწავლებლები დიდი სიყვარულით ხვდებიან.

მანამდე კი, დიდი სამზადისია. ამ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული დღისთვის როგორც მოსწავლეები, ისე მათი მშობლებიც ემზადებიან. მშობლების მთავარი საზრუნავი სკოლისთვის შვილის მოწესრიგებაა. ამაში კი როგორც სასკოლო ნივთები, ისე ტანსაცმელი და სხვადასხვა საჭირო რამ იგულისხმება.

ტრადიციულად, ყოველ წელს, განხილვის საკითხია, თუ რამდენს უნდა იწონიდეს მოსწავლის ჩანთა. თემას მეტ მგრძნობიარობას ბავშვების ასაკი მატებს. ჩანთის მოცულობა კი არამხოლოდ მშობლებზეა დამოკიდებული - როგორს აარჩევენ ყიდვისას, არამედ იმაზეც, რა მოთხოვნები აქვს კონკრეტულ სკოლას. საქმე ეხება სასკოლო ნივთებს. მასწავლებლების ნაწილი მშობლებს წინასწარ, სასწავლო წლის დაწყებამდე, უგზავნის ჩამონათვალს, თუ რა უნდა მოიმარაგონ, რა დასჭირდებათ. ზოგიერთ პედაგოგს შეიძლება რაღაც განსაკუთრებული, განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდეს, თუმცა, როგორც წესი, სავალდებულო სასკოლო ნივთების ჩამონათვალი დიდად არ იცვლება ხოლმე. რა უნდა იდოს მოსწავლის ჩანათაში? - შეიძლება ითქვს, რომ ამას ხშირად სწორედ სკოლა და პედაგოგი წყვეტს.

მაგალითად, ერთ-ერთი დაწყებითი კლასის მოსწავლის მშობელს სკოლიდან შვილის შემდეგი ნივთებით მომარაგება სთხოვეს:

  • კალამი;
  • ფანქარი;
  • საშლელი;
  • სათლელი;
  • მაკრატელი;
  • წებო;
  • სახაზავი;
  • კონტეინერი წიგნებისთვის;
  • პენალი;
  • წყლის ბოთლი;
  • ფერადი ფურცლები;
  • ფერადი ფანქრები;
  • სახატავი რვეული;
  • ფლომასტერი;
  • პლასტელინი;
  • საქაღალდე;
  • პატარა მაგნიტური ჭადრაკი;
  • პატარა წებოვანი ფერადი ფურცლები;
  • რვეული.

დაახლოებით მსგავსი მოთხივნები აქვთ სხვა სკოლებსაც, ალბათ პლუს-მინუს რამდენიმე ნივთი. შედეგად კი, გამოდის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლის ჩანთაში წყლის ბოთლით დაწყებული და ჭადრაკით დამთავრებული, ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ სიფრთხილეს იჩენენ მშობლებიც და მათი ნაწილი ბავშვებს სადეზინფექციო ხსნარს, სველსა და მშრალ ხელსახოცებსაც ატანს. ამ ნივთებს კი ემატება წიგნებიც. საერთო ჯამში, ამ ყველაფერმა შესაძლოა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ჩანთა დაამძინოს და მოსახერხებლად არაკომფორტულად აქციოს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება