სიახლეები
სიახლეები

NAEC აღარ ითვლის, რამდენი მასწავლებელი ადასტურებს კომპეტენციას
10-09-2024
-
+


რამდენმა აპლიკანტმა ჩააბარა მასწავლებლის გამოცდა წარმატებით 2024 წელს - ამ კითხვაზე პასუხი საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებულ ყველა პირს აინტერესებს. სწორედ ამიტომ etaloni.ge-მ 29 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან აღნიშნული მონაცემების მისაღებად საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, პასუხი კი 9 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც მივიღეთ და 10 სექტემბერს მატერიალური წერილის სახით გამოგვიგზავნეს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვპასუხობს:  „თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ცენტრის მიერ დამუშავებული არ არის, ამდენად ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა“. 

იქიდან გამომდინარე რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი თავად უწევს ორგანიზებას მასწავლებელთა გამოცდებს, თავად ადგენენ ტესტებს, ატარებს გამოცდას, ასწორებს და აქვეყნებს აპლიკანტთა შედეგებს, მოთხოვნილი ინფორმაცია - რამდენმა გამოსაცდელმა გადალახა მინიმალური ბარიერი და წარმატებით, დაძლია საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა თუ საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა ცენტრს აქვს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. 

რატომ „მალავს"/არ გვეუბნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდის შედგების სტატისტიკას, მაშინ როცა სრულიად გამჭირვალეა თუნდაც აბიტურიენტთა სტატისტიკა, ამაზე ჩვენი მოსაზრებებით თავს არ შეგაწყენთ და დასკვნის გამოტანა თქვენთვის მოგვინდია. თუმცა გეტყვით, ბოლო მონაცემები მასწავლებელთა გამოცდების სტატისტიკასთან დაკავშირებით naec-მა 2022 წელს გამოაქვეყნა. მაშინ გამოცდაზე 15025 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3018-მა ჩააბარა, ხოლო 11 917-მა გამოსაცდელმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. მასწავლებელთა გამოდების შედეგებთან დაკავშირებით ეს იყო ბოლო მონაცემი, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა, მას შემდეგ naec აღნიშნულ სტატისტიკას მოთხოვნის მიუხედავად აღარ ასაჯაროებს. იმასაც გეტყვით რომ წელს მასწავლებელთა გამოცდებზე 18 900-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული.

აქვე გთავაზობთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ მოწერილ სრულ წერილს: 





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება