მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოდის ფუძემდებლები მოსწავლეებისთვის სპეციალურ კოლექციებს ქმნიან. მართალია, ბევრი მოდელი ფართოდმიღებულ სასკოლო დრეს-კოდს ნაკლებად დააკმაყოფილებს, მაგრამ სამოსი ხშირ შემთხვევაში თვალწარმტაცი სანახავია.
მათ შორის ყოველთვის გამოირჩევა Dolce & Gabbana, რომელიც იტალიელი მოსწავლეებისთვის ყოველ წელს ახალ მოდას ქმნის. სამოსს წლიდან-წალმდე პრინტი გამოარჩევს, წელს სასკოლო სამოსის ყვავილები ამშვენებს. აღნიშნული პრინტით შემკულია, როგორც მასიურები, ისე კაბები და ზურგჩანთაც კი.
Dolce & Gabbana-ს სასკოლო ფორმა წელსაც ისეთივე ფერადი და მხიარულია, როგორც იტალიელი დიზაინერების სხვა საბავშვო კოლექციები.
Burberry
ბრიტანული ლუქსის კლასის ბრენდის წყალგაუმტარი ლაბადები, ცნობილი პრინტით გაწყობილი მაისურები, აქსესუარები და რეზინის ფეხსაცმელი ფორმალურ სტილს ნამდვილად ქმნის.
კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, მოკლე შარვლებს, რაც ბრიტანული სასკოლო სამოსის განუყოფელი ნაწილია.
FENDI
ცნობილი ბრენდის საბავშვო სამოსი მრავალფუნქციურია ნეიტრალური ფერებისა და კლაისიკურთან შერწყმული თავისუფალი სტილის წყალობით.
Ralph Lauren
მოდის სახლის სასკოლო სამოსი ტრადიციულად სპორტულ და კლასიკურ სტილს აერთიანებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა