სიახლეები
სკოლები

„ბავშვთა ზღვრული რაოდენობის შემუშავების მეთოდოლოგია“ - „ეიბიჯიეს აკადემია“ სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს სასერტიფიკატო ტრენინგს სთავაზობს
11-09-2024
-
+


ეიბიჯიეს აკადემიაში“ ყოველთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და საჭირო კურსები იმართება. 

აკადემია, მსმენელთათვის მორიგ საინტერესო სასერტიფიკატო ტრენინგს აანონსებს და სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კურსს, რომლის თამა შეეხება ავტორიზაციის მეორე სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ბავშვთა ზღვრული რაოდენობის შემუშავების მეთოდოლოგიასა და მექანიზმებს.

მეთოდოლოგიაზე დაყრდნობითა და საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით, დაწესებულებას შეუძლია ჩამოაყალიბოს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია და აირჩიოს ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც დათვლის ბავშვების რაოდენობას, რომელიც შემდგომში საშუალებას მისცემს რესურსების გათვალისწინებით ოპტიმალურად და სწორად განსაზღვროს ბავშვთა ზღვრული რაოდენობა.

მეთოდოლოგიური დოკუმენტი ასევე წარმოადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმის დანართის სახით წარსადგენ სავალდებულო დოკუმენტს.

აქედან გამომდინარე, აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია სკოლამდელი დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, პედაგოგიური პერსონალისთვის.

ეიბიჯიეს აკადემია“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

შეხვედრის ფარგლებში მსმენელები გაივლიან შემდეგ საკითხებს: 

ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მექანიზმები;

ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მექანიზმი (მოდელი 1 - მექანიზმი 1);

ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მექანიზმი (მოდელი 2 - მექანიზმი 1);

ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა;

ინფრასტრუქტურული მოწყობა

ა) ჯგუფური ოთახების რაოდენობა/საერთო სივრცის ფართი;

ბ) ეზოს/გარე სივრცის ფართი;

რესურსების უზრუნველყოფა;

ადამიანური რესურსი;

ა) აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის რაოდენობა

მატერიალური რესურსი

ბ) საბავშვო ზომის ხელსაბანების რაოდენობა;

გ) საბავშვო ზომის უნიტაზების რაოდენობა;

დ) საბავშვო ზომის სკამებისა და მაგიდების რაოდენობა;

ე) საძინებელი/მოსასვენებელი სივრცე და საწოლების რაოდენობა;

ვ) გასახდელი სივრცე;

კურსის ფარგლებში მსმენელები ასევე გაივლიან პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

კურსს ტრენერი ელზა უდესიანი წარუძღვება. 

შეხვედრები 15-16 სექტემბერს -19:00 საათზე Google meet-ის საშუალებით გაიმართება და მისი ღირებულება ფასდაკლებით 25.00 ლარს შეადგენს.

„შეუერთდით თქვენთვის საჭირო კურსს „ეიბიჯიეს აკადემიასთან“ ერთად“,- აღნიშნავენ აკადემიაში და დაინტერესებულ პირებს საინტერესო შეხვედრებს ჰპირდებიან. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 აქვთ თუ არა კლასის დამრიგებლებს სასწავლო წლის დასაწყისში კრების ჩატარების ვალდებულებ

მაგისტრატებს დაფინანსებისთვის განცხადების გაკეთება დაიწყო - დეტალები

„12 ათასამდე მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტურა“ - 2022 წელს პედაგოგთა გამოცდის შედეგების სტატისტიკა ბოლოჯერ გამოქვეყნდა

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების შერჩევა დაიწყო  - ანაზღაურება, ვაკანტური ადგილები და მოთხოვნათა ჩამონათვალი

ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე გთავაზობთ, საათობრივი ბადეს არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორებისთვის

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება