მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ.
მათ შორის არიან სანდრო შუბითიძე და გიორგი ხაჩიძე, რომლებიც „ჯარის ბანაკში“ იმყოფებოდნენ.
საზაფხულო ბანაკი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, კოჯრის სამხედრო ბაზაზე - „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
სანდრო და გიორგი 150-მდე თანატოლთან ერთად მონაწილეობდნენ ფიზიკურ, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებში.
მათ შორის შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია, გაიარეს თვითგადარჩენის კურსი.
სამხედროებთან ერთად თავსგადამხდარი საინტერესო და შემეცნებითი თავგადასავალი მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ, ბანაკის ორგანიზატორებს კი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.
„აღნიშნული ღონისძიებები შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით ყველა ორგანიზატორს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა