სიახლეები
სკოლები

„ჩვენი სკოლის ოქროს გოგონები! - სამტრედიის N12 სკოლის სახელმწიფო გრანტის მფლობელი ოთხი კურსდამთავრებული საზეიმოდ დაჯილდოვდა 
12-09-2024
-
+


სამტრედიის N12 საჯარო სკოლის 2024 წლის წარმატებული კურსდამთავრებულები, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს ადგილობრივმა მთავრობამ დაასაჩუქრა. 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა - დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიასთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს თინათინ ხარძიანთან და სხვა  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მერიაში, სახელმწიფო გრანტის მფლობელ სამტრედიელ პირველკურსელებს უმასპინძლა. 

მათ შორის იყვნენ სამტრედიის N12 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები  - ლიკა შენგელია, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა და 50% -იანი გრნატის მფლობელები - მარიამ სხვიტარიძე, ნინო გაბედავა და ანა ჭკუასელი. 

მერიისგან თითოეულ გრანტოსან სტუდენტს საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადაეცა. შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სახელოვნებო დარბაზში გაიმართა. დავით ბახტაძემ სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს და წარმატებული სტუდენტობა უსურვა მათ.

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ და ახალგაზრდებს ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის ოქროს გოგონები! უამრავ წარმატებას გისურვებთ! გვიყვარხართ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ადგილობრივ მთავრობას მათი წახალისებისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა მათ სტუდენტების წახალისებისა და დაფასებისთვის“,- დასძენენ სკოლაში. 

ცნობისთვის, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან 53 გრანტის მფლობელი ახალგაზრდა ჩაირიცხა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება