სიახლეები
სკოლები

„თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს, უკვე სტუდენტები ვართ“- გუდაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა ამაღელვებელი წერილი მათი წარმატებით ამაყ პედაგოგებს
11-09-2024
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა წინა წლების ტრადიცია არ დაარღვიეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ყველამ წარმატებით ჩააბარა და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხა.

დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ. კურსდამთავრებულები კი პედაგოგთა ამაგს აფასებენ და მათ ღვაწლს არასდროს ივიწყებენ. ახლახან, სკოლაში აღზრდილებისგან სამადლობელი წერილი მიიღეს. 

„სასიხარულო და ამაღელვებელი წერილი მივიღეთ სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა გასულ კვირას ჩვენი მოსწავლეებისგან, ახლა უკვე სტუდენტებისგან: „ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ ამ წლების განმავლობაში. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს, ჩვენ, უკვე სტუდენტები ვართ. მადლობა და გვიყვარხართ“,- ასე ლამაზად გადაგვიხადეს მადლობა ჩვენმა კურსდამთავრებულებმა“,- გვიყვებიან სკოლაში და ახალგაზრდების მადლობის წერილს გვიზიარებენ. 

სიამაყით განმსჭვალული პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავენ, სჯერათ, მათი მომავალი წარმატების და კურსდამთავრებულთა აქტიურ მხარდამჭერებად რჩებიან. 

„ჩვენი სკოლის გუნდი ვულოცავთ ჩვენს გოგო-ბიჭებს სტუდენტობას. ვუსურვებთ, ლამაზ, შინაარსიან და წარმატებულ სტუდენტობას. გვინდა, ღირსეულად იაროთ ცხოვრების გზაზე, მიაღწიოთ დასახულ მიზანს თქვენი ოჯახის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ. არსებობს თბილი ოჯახი - სახელად გუდაურის სკოლა, სადაც ისევ დაგელოდებით, თუ დაგჭირდებათ, სადაც სიხარულით ვუგულშემატკივრებთ თქვენს ღირსეულ საქმეებს. გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით“,- ვკითხულობთ პედაგოგ ნაირა აფციაურის სკოლის სახელით გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება