TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როგორ მიიღოთ მოსწავლეებისგან ეფექტური უკუკავაშირი? - 5 რჩევა 
29-09-2024
-
+


საგაკვეთილო 45 წუთი საკმაოდ დიდი გამოწვევაა მასწავლებლებისთვის, რომ საბოლოოდ გავიდნენ იმ შედეგამდე, რაც ჩაფიქრებული აქვთ და რასაც მოითხოვს ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესი. სასურველი მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მოსწავლეებისგან ეფექტური უკუკავშირის მიღებაა. 

დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან. 

1. გააცანით თქვენს მოსწავლეებს უკუკავშირის კონცეფცია - ნებისმიერ შემთხვევაში, კონტექსტი მნიშვნელოვანია. სანამ თქვენს მოსწავლეებს გამოხმაურებას სთხოვთ, აუხსენით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატომ გინდათ მათგან უკუკავშირის მიღება. გარდა იმისა, რომ ეფექტური უკუკავშირი სასწავლო პროცესს მეტად ინტერაქციულს ხდის, ისინი იაზრებენ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა და გაკვეთილზე მაქსიმალური კომუნიკაცია. 

2. შექმენით სასიამოვნო გარემო - თუ გსურთ სასარგებლო გამოხმაურებამ ხელი შეუწყოს მნიშვნელოვან ცვლილებებს კლასში, თქვენ უნდა შექმნათ სასიამოვნო გარემო თქვენი მოსწავლეებისთვის. ამ შემთხვევაში მოსწავლეები არ შეუშინდებიან თავიანთი აზრის კლასში ხმამაღლა დაფიქსირებას - ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეებს შეეძლებათ თავიანთი აზრების შიშის გარეშე გამოხატვა

3. დასვით კონკრეტული კითხვები -  ეცადეთ რომ კითხვები არ იყოს ზოგადი, არამედ იყოს კონკრეტული, ახსნილი მასალისა თუ საკლასო აქტივობის შესახებ. კონკრეტული კითვებით მოსწავლეები ეჩვევიან კითხვის შესაბამისი პასუხების გაცემას, ნაკლებად იბნევიან და უკუკავშირიც ეფექტური გამოდის. 

4. შეამცირეთ კითხვები - კითხვების დასმა მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირად უფრო ეფექტურია, როცა მოსწავლეებს არა სწორ პასუხებს სთხოვთ, არამედ მათ შეხედულებებს იზიარებთ. ისინი ეჩვევიან მსჯელობას, თავისი აზრის დაფიქსირებას ნებისმიერ საკითხზე, დამოუკიდებელ აზროვნებას და არგუმენტირებულ მსჯელობას. 

5. უკუკავშირს უკუკავშირითვე უპასუხეთ - მაშინ, როცა მიაღწევთ თქვენ მიზანს და კლასში მოსწავლეების უკუკავშირს მიიღებს, ეცადეთ შეინარჩუნოთ ეს მუხტი, გახსოვდეთ, რომ მოსწავლეებიც ელიან თქვენს უკუკავშირს, იქნება ეს შექება, კრიტიკა, შენიშვნა თუ რეკომენდაცია, ისინი გელიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება