სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ იმართება
12-09-2024
-
+


12-13 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონფერენციას - „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ მასპინძლობს.

KIU-ში კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თეა იმედაძემ. 

კონფერენციაში უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორები, გერმანიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, მათ შორის: იულიხის კვლევითი ცენტრის, დრეზდენ-როზენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, GSI დარმშდატის მძიმე იონების კვლევის ცენტრის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტის განვითარების მნიშვნელობას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ეწყობა. 

ორი დღის განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა: ნეირომეცნიერება, კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პროტონული თერაპია, რადიოლოგია და ბიოსამედიცინო იმიჯინგი.

2024 წლის კონფერენცია „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ საქართველოში ხუთი დღის განმავლობაში ტარდება. მე-9 ქართულ-გერმანულ სკოლასა და სემინარს ფუნდამენტურ მეცნიერებაში (GGSWBS)  იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრი (FZJ)  მართავს ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (KIU, აგრუნი, ილიაუნი, სტუ და თსუ), მჭიდრო კოორდინაციით დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის (HZDR) და დარმშტადტის ჰელპმოლცის ცენტრებთან ერთად (GSI). მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები საჯარო ლექციებს ატარებენ ნეირომეცნიერების, სიმსივნის მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიისა და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით.

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი (GGSB) დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: 1. განათლება (საგანმანათლებლო პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის ტარდება სხვადასხვა სტაჟირების პროგრამების სახით იულიხში და ბლოკ-ლექციების სახით საქართველოში); 2. კვლევა (ქართველი სტუდენტები თავიანთ ქართველ ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი სამაგისტრო და სადოქტორო პროექტების მრავალფეროვან საერთო კვლევებში); 3. ცოდნის ტრანსფერი (ახალგაზრდა, კარგად მომზადებული ქართველი მეცნიერების რეინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტების სტრუქტურებში ე.წ. SMART|Lab-ების შექმნით). გერმანია და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ შესაძლებლობას - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეშვეობით) შეიქმნა ორი SMART|ლაბორატორია -  ბირთვული ფიზიკის (SMART|EDM_Lab) და ატმოსფერული ქიმიის & მოდელირების (SMART|AtmoSim_Lab); იულიხმა ლაბორატორიებს მიაწოდა სამეცნიერო აღჭურვილობის გარკვეული ნაწილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის: ტელ.: +995 593 260 609, ელ.ფოსტა: pr@kiu.edu.ge, ვებგვერდი: www.kiu.edu.ge



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ იმართება

ცხრილების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია

18 სექტემბერს 8 სკოლის საკითხი განიხილება - დეტალები

მასწავლებლების მოტივირება, საპროექტო იდეებზე ერთობლივი მუშაობა და პრაქტიკის გაზიარება 

სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებელი - რეკომენდაციები

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

მშობლებმა დაათვალიერეს სკოლა, გაიცნეს თავიანთი პატარების მასწავლებლები

საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება