სიახლეები
სიახლეები

ცვლილებები, რომლითაც საქართველოს სკოლები ახალ სასწავლო წელს ხვდებიან
13-09-2024
-
+


2024-2025 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ცვლილებებით შეხვდებიან. კარგია ისინი თუ ცუდი, რას მოუტანს მასწავლებლებს, მოსწავლეებს და ზოგადად სასკოლო საზოგადოებას, ეს ცალკე საუბრის თემაა. ამჯერად კი etaloni.ge გთავაზობთ მთავარი სიახლეების ჩამონათვალს, რომლითაც სკოლები მიმდინარე სასწავლო წელს იხელმძღვანელებენ:

ერთ-ერთ მთავარი ცვლილება შეეხო საბაზო განათლების ხანგრძლივობას - 3-ის ნაცვლად, 4-წლიანი გახდა. კანონში ჩაიწერა, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (ექვსი წელი - I-VI კლასები), საბაზო (ოთხი წელი - VII-X კლასები) და საშუალო (ორი წელი - XI-XII კლასები). მართალია, საკანონმდებლო ცვლილება 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა ეს უკვე ნიშნავს, რომ მე-9 კლასის მოსწავლეები სკოლიდან ვეღარ გავლენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილებაა მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც  - მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს: თანამდებობრივ სარგოს, რომელიც გაანგარიშდება განათლებისა და კვალიფიკაციის, სამუშაო სტაჟისა და სამუშაო დატვირთვის მიხედვით. ასევე მოიცავს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციურ დანამატს; კლასკომპლექტით სწავლების დანამატს; ასევე დანამატს არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის: ქართული არაქართულენოვანი სკოლებისთვის; საქართველოს ისტორია; საქართველოს გეოგრაფია; კლასის დამრიგებლობის დანამატს; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატს.

ახალ სასწავლო წელს მასწავლებლები გაუქმებული, უფრო სწორად, შეჩერებული კარიერული წინსვლის სქემით ხვდებიან. მიუხედავად იმისა, სქემის მოქმედება შეჩერებულია 2025 წლია 1-ელ იანვრამდე, ჯერჯერობით არც ახალი დოკუმენტი არსებობს და ისიც უცნობია, რა საფეხურების გავლა მოუწევთ კარიერული წინსვლისთვის პედაგოგებს.  

ასევე სქემაში შეჩერებულია მუხლი, რომელიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სავალდებულო ტრენინგების გავლას განსაზღვრავს.

სკოლებში შევიდა პროფესიული განათლება და სამინისტროს მიერ შერჩეულ 20 სკოლაში საპილოტე პროექტი განხორციელდება.

გაუქმებულია კომპლექსური დავალებების სავალდებულოობა და ესგ-ში კონკრეტულად აღარ არის გაწერილი კლასის დამრიგებლის ფუნქციები.

აქვე გეტყვით, რომ ახალი სასწავლო წლისთვის უნდა შემუშავებულიყო საგნობრივი სტანდარტები, რაზეც ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა დრო არის და ვნახოთ კიდევ რა შეიძლება შეიცვალოს განათლების მიმართულებით. ასე რომ, ეს ინფორმაცია განახლებადია და etaloni.ge პირველწყაროზე დაყრდნობით, ტრადიციულად პირველი შეგატყობინებთ მათ შესახებ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

აუცილებელი პირობაა მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან - რომელ პედაგოგებს მიანიჭებს უპირატესობას მასწავლებლის სახლი

შეასრულეს თუ არა საჯარო სკოლებმა რეკომენდაციები - დღის წესრიგი და ჩამონათვალი ცნობილია

დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცდა - რა განათლება უნდა ჰქონდეთ ბაღების ხელმძღვანელებს

სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ

პიროვნება
სკოლები

მთისძირის საჯარო სკოლის პირველკლასლებმა დაუნის სინდრომთან დაკავშირებით თემატური ნამუშევრები შექმენს 

„ბოდბისხევის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის აქტიურ მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას“

ბავშვებისთვის აქტივობაში მონაწილეობა იყო სახალისო და რაც მთავარია ბედნიერების მომტანი

„მასწავლებელო, ხვალიდან იმ სკოლაში ვიწყებ მუშაობას, სადაც თქვენ მასწავლიდით. მინდა, გავაგრძელო ის, რაც თქვენ დაიწყეთ. ვიყო იმედის, რწმენის, სიყვარულის ხიდი“...

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება