მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებით წესში განსაზღვრულია პროგრამის სახეები.
ა) ადრეული აღზრდისა და განათლების პროგრამა – ადრეული ასაკის (დაბადებიდან 2 წლამდე) ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომლის საგანმანათლებლო კომპონენტი (კურიკულუმი) ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი მისაღწევი შედეგების მიღწევას;
ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა – სკოლამდელი ასაკის (2 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე) ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომლის საგანმანათლებლო კომპონენტი (კურიკულუმი) ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით, მათ შორის სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი მისაღწევი შედეგების მიღწევას;
გ) სასკოლო მზაობის პროგრამა – სკოლამდელი ასაკის (5 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე) ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომელიც მომზადებულია სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე და რომელიც ხელს უწყობს ამ
სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას.
ავტორიზაციის განაცხადში დაწესებულების სტატუსის მაძიებელი უნდა უთითებდეს მინიმუმ 1 პროგრამას, რომლის განხორციელების უფლების მოპოვებაც სურს ავტორიზაციის მინიჭების შემთხვევაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.