მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სწავლა-სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს, მიღებული ცოდნის რაციონალურად გამოყენებას. მკვლევარების თქმით, დეკლარაციული ცოდნა ყოველთვის დიდი რაოდენობის ინფორმაციის ათვისება, მსჯელობისას მისი გამოყენების გარანტიას არ წარმოადგენს.
დეკლარაციული ცოდნის მიღება შესაძლებელია ინფორმაციის დამახსოვრებით, თუმცა დაზეპირებით შეძენილი ცოდნა უცნობი პრობლემების გადაჭრასა და რთული საკითხების ანალიზისთვის გამოსადეგი არ არის. ცოდნა აუცილებლად უნდა იქნას გააზრებული, აუცილებელია მეხსიერებაში მისი „ორგანიზება“, რათა ადამიანმა ადვილად შეძლოს მისი გამოყენება.
გაგება / გააზრება - პრობლემების გადაჭრის პროცესში სტუდენტის წარმატება ხშირად პრობლემის
ადეკვატური მოდელის აგებისთვის საჭირო ცნებების შეზღუდული ან არასწორი გაგების გამო ფერხდება. სტუდენტებს ხშირად ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის მიმართ ბუნდოვანი ან არასწორი წარმოდგენა აქვთ, რაც საუნივერსიტეტო კურსების დასრულების შემდეგაც კი რჩებათ.
არასწორი წარმოდგენა არის „მტკიცე იდეა, რომლისაც მოაზროვნეს სჯერა და რომელიც მეცნიერული წარმოდგენისგან განსხვავდება“. ამას მკვლევარები შემდეგი მაგალითით ასაბუთებენ: ფიზიკის ერთწლიანი საუნივერსიტეტო კურსის გავლის შემდეგაც კი, ზოგიერთი სტუდენტი იზიარებს არანიუტონისეულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მაღლა ასროლილ საგანზე მოქმედებს სიმაღლისკენ მიმართული მიზიდულობის ძალა, ხოლო დედამიწის მიზიდულობის ძალა მხოლოდ სიმაღლიდან დაბლა ჩამოგდებულ საგანზე მოქმედებს - არასწორი წარმოდგენები სხვა სფეროებშიც მრავლადაა.
მაგალითად, ფართოდ გავრცელებული რწმენა სამყაროს ღმერთის მიერ შექმნის შესახებ, დაბრკოლებებს უქმნის ფიზიკის სწავლებას და არსებული ცოდნის რესტრუქტურიზაციას. მეცნიერული თეორიების მსგავსად, არასწორი წარმოდგენები იოლად არ ქრება.
მკვლევართა თქმით, არასწორი წარმოდგენის შემთხვევაში, ინფორმაციის მხოლოდ მოპოვება საკმარისი არ არის. შესაძლოა, საჭირო გახდეს ცოდნის რესტრუქტურიზაცია ძველი წარმოდგენების ახლით ჩანაცვლებით, რათა რეალურად მოხდეს საკითხის გააზრება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.