სიახლეები
სკოლები

„დიდი შემართებით ვიწყებთ“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
16-09-2024
-
+


ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ჯადოსნურად მორთულმა სასკოლო გარემომ თითოეულ მოსწავლეზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებულად პირველკლასელთა მისაღებად მოემზადნენ. მათ სასკოლო მერხებზე კომპიუტერები, სახელმძღვანელოები და ბუშტები დახვდათ. 

სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს. იგი პირველკლასელთა მშობლებს ნდობისთვის მადლობას უხდის და ჰპირდება, რომ პედაგოგები მათ იმედებს აუცილებლად გაამართლებენ.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო, კოლეგებო! გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დადგომას. ეს დღე ყოველთვის სავსეა დიდი მღელვარებითა და ემოციებით, რაც დადებითად გვმუხტავს და შემართებას გვმატებს. შემართებას, რომელმაც უნდა დაგვაძლევინოს ყველა დაბრკოლება, რათა შევძლოთ ცოდნის მწვერვალების დაპყრობა. ერთგულ მეგზურად გვიგულეთ თქვენს გვერდით ცოდნის რთულ, მაგრამ საინტერესო გზებზე მოგზაურობისას. განსაკუთრებულია ეს დღე  პირველკლასელებისათვის. მივმართავთ მათ მშობლებს - ჩვენო ძვირფასებო, არასოდეს ინანებთ, რომ თქვენი შვილების ღირსეული მომავლის საფუძვლის ჩაყრა ანდეთ სკოლას, რომელიც 125 წლის ისტორიას ითვლის. გვერწმუნეთ, პატარა ყლორტებს დიდი სიყვარულით ვუპატრონებთ და ჩვენ მიერ საზრდოდ მიცემული სწავლა-განათლება მათ ფესვმაგარ მუხებად აქცევს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სადიდებლად იშრიალებენ.

გვიყვარხართ და დიდი შემართებით ვიწყებთ“,- წერს სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე.

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება