მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
იქ თავდაპირველად, საქართველოს დროშა აღიმართა და ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა.
სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს უდიდესი სიყვარულით შეეგებნენ, მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.
სკოლის კარი პირველად შეაღეს პირველკლასელებმა, რომლებსაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.
„რა სასიამოვნო დროა, როდესაც სკოლა იწყება!
ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს, ცოდნის გაღრმავებასა და უამრავ საინტერესო აღმოჩენას. იყავით ცნობისმოყვარეები, მიზანდასახულები და ყოველთვის ეძებეთ ახალი გამოწვევები.
მშობლებსა და მასწავლებლებს კი ვუსურვებ მოთმინებას, სითბოსა და სიყვარულს, რათა ბავშვებს საუკეთესო განათლება და გამოცდილება მიაწოდონ.
წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი ყველას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა