მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
გაიმართა მოსწავლეთა მისაღები ღონისძიება, სადაც საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს.
„2024-2025 სასწავლო წელს წარმატებები გვისურვა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ბარათაშვილმა, რესურსცენტრის უფროსმა ქეთევან შეყრილაძემ, გამგებელმა ფრიდონ კუტალაძემ რეჟისორმა ტატო პატარიძემ ჩვენმა სამხედროებმა ვიცე პოლკოვნიკმა ვასილ ტყეშელაშვილმა და ზაზა ხუჯაძემ განსაკუთრებული ელფერი შესძინა იქ არსებულ დიდებულ სიტუაციას“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე და სკოლის წარმატებული სტარტი ახარებს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე წარმატებული მოსწავლეები მათი მიღწევების დამადასტურებელი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. პირველკლასელებს კი მათი კუთვნილი ბუკები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ძევრის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, სწორედ ამას მოწმობს საზეიმო ღონისძიება. დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეებს ტრადიციულად საოცარ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა