მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში ქვეპროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონის საჯარო სკოლებში მენტორის, წამყვანი და უფროსის სტატუსის მქონე, 13 საგნობრივი მიმართულების 143 კონსულტანტ-მასწავლებელი ასწავლის. პროგრამა ჯამში მოიცავს 10 რეგიონის, 25 მუნიციპალიტეტის 82 საჯარო სკოლასა და 7812 მოსწავლეს.
პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მაღალმთიან რეგიონებში მივლენილმა კონსულტანტ-მასწავლებლებმა, ღონისძიების სტუმრებს წარუდგინეს მოკლე პრეზენტაციები თავიანთი საქმიანობის, აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ასევე მოეწყო მათი მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. პროგრამის სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით საუკეთესო პორტფოლიოსა და მონიტორინგის მქონე მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი და საჩუქარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.