მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი ტრადიციულად, საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლის დირექტორმა - თამრიკო ფიჩხულაშვილმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა ახალი სასწავლო წელი მიულოცეს მოსწავლეებს, მშობლებს და დამსწრე საზოგადოებას.
განსაკუთრებული მილოცვა წილად ხვდათ პირველკლასელებს და გასული წლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან. აღსანიშნავია, რომ მარაბდის საჯარო სკოლა წელს თერთმეტმა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან 8 სტუდენტი გახდა, რვიდან ერთმა მოსწავლემ, ციური დევდარიანმა 70%-იანი გრანტი მოიპოვა.
გარდა ამისა, დირექტორმა და პედაგოგებმა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, ასევე სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში მონაწილე მოსწავლეებს გადასცეს სიგელები და დიპლომები.
აღსანიშნავია, რომ მარაბდის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო განწყობაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა