სიახლეები
სკოლები

ჩამდურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ზარ-ზეიმით აღინიშნა 
17-09-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ, დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

მოსწავლეებისთვის პედაგოგებმა საკლასო ოთახები ლამაზად - ბუშტებით და დეკორაციებით მორთეს. სასკოლო ცხოვრებას მონატრებული ბავშვები კი საყვარელ მასწავლებლებსა და მეგობრებს დიდი სიყვარულით შეხვდნენ. მათ ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ხალისით დაიწყეს.

ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და დაუვიწყარი პირველკლასელთათვის აღმოჩნდა, რომელთათვისაც სკოლის ზარი პირველად დაირეკა. ბავშვებმა სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. 

მოსწავლეებმა ასევე, სკოლაში, საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

პირველკლასელებს კლასში კუთვნილი წიგნები და კომპიუტერები დახვდათ, რამაც ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

სკოლის დირექტორმა - არუსიაკ პეტროსიანმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალ სასწავლოს წელს წარმატება უსურვა.

სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება