მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწავლო წლის პირველ დღეს, თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს რუსულად ამობეჭდილი ცხრილი დაურიგეს.
აღნიშნული ფაქტი გუშინ საღამოს, 16 სექტემბერს, ერთ-ერთმა Facebook-მომხმარებელმა, ირაკლი სოხაძემ პირად გვერდზე საჯაროდ განათავსა. როგორც პოსტის კომენტარებში ვკითხულობთ, თავდაპირველად, ცხრილის ფოტო მოსწავლეთა მშობლების „ჩატში“ გაგზავნეს.
გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
რატომ დაურიგდათ ბავშვებს ცხრილი რუსულად და რა მოხდა სკოლაში? - ამის გასარკვევად etaloni.ge თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო გოგსაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა. მისი თქმით, არ იყო დარწმუნებული, ვის ესაუბრებოდა. პასუხად, ჟურნალისტის ვინაობის რედაქციაში გადამოწმება შევთავაზეთ და სკოლის ლიდერმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.
თუმცა, საბოლოოდ, მაინც უარი თქვა, ეპასუხა კითხვაზე - ვინ და რატომ დაურიგა ქართულენოვან სკოლაში, მოსწავლეებს რუსულ ენაზე შედგენილი საგაკვეთილო ცხრილი?!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.