სიახლეები
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, ტრადიციულად, საზეიმო ვითარებაში განახლდა 
17-09-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს მოსწავლეთათვის გრანდიოზული, საზეიმო დახვედრა მოეწყო.

სკოლის ეზოში, ახალი სასწავლო წლის პირველი საზეიმო დილა გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ამ მნიშვნელოვან დღეს მიეძღვნა ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„ერთმანეთს მონატრება, ხალისიანი განწყობა, შთაბეჭდილებების გაზიარება და  ცოდნის მიღების წყურვილი - ეს ყოველივე კარგად იგრძნობოდა მათი ხილვისას“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლის ეზოში აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა და თეთრი-წითელი ბუშტებით მორთული გარემო მეტად საზეიმო განწყობას უქმნიდა იქ მყოფ თითოეულ ადამიანს.

ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა - მთვარისა ახვლედიანმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. მან მთელ სასკოლო საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და თითოეულ მოსწავლეს წარმატებული, ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

„ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოებას კარგად აქვს გაცნობიერებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიცემა, სწორედ ამიტომ მათ ყოველ წელს გრანდიოზულ დახვედრას უწყობენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება