მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი სიხარულითა და მონატრებით შეაღეს. მათ პედაგოგები შეეგებნენ, მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელებს დაეთმოთ, რომლებმაც ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯეს. მათ კუთვნილი წიგნები და ლეპტოპები საზეიმოდ გადაეცათ.
ტრადიციულად, სკოლაში გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი და ეროვნული დროშაც აღიმართა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი თითოეული ჩვენგანისათვის მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ჩვენი ერთობლივი, ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც“,- ვკითხულობთ სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა