მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
16 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას ზესტაფონის სკოლა „ანაბასისის“ დირექტორმა - ქეთევან ედიბერიძემ მიულოცა. ის გასული სასწავლო წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა საზოგადოების წინაშე.
სკოლის დირექტორმა ისაუბრა სხვადასხვა სახის სასკოლო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო პროექტებში „ანაბასისელთა“ მიღწევების შესახებ.
დირექტორმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სიამაყით აღნიშნა, რომ ყველა კურსდამთავრებულმა ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ.
აღნიშნულ დღეს, ასევე სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს გაბრიელ ჯუღელმა და ნუცა ბუცხრიკიძემ (პედაგოგი თეა მიქაბერიძე). მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთაბეჭდილებები აღსავსე პირველკალსელთათვის იყო, რომელბმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.
სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლე-მასწავლებელს, განსაკუთრებით პირველკლასელებს ულოცავენ და მათ წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ყველას – მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, განსაკუთრებით კი, ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც განსაკუთრებული ემოციებით პირველად შეაბიჯეს ანაბასისის საკლასო ოთახებში.
დაე, ახალი სასწავლო წელი იყოს ახალი გამოწვევების ღირსეულად გამკლავების, წინსვლისა და ულევი წარმატებების მომტანი!
მუდამ გვეხაროს და გვეამაყოს ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდების მიღწევებით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა