მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამინისტრომ, მხოლოდ 30 სკოლის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეცია და დანიშნა დირექტორი.
თუმცა მისივე თქმით, იყო სკოლები, სადაც დირექტორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად განაცხადი არავინ შეიტანა და ასეთ სკოლებში კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს.
„ყველა საჯარო სკოლაში, სადაც ვაკანტური იყო, ან ვადა ჰქონდათ გასული, ან მოვალეობის შემსრულებელი იყო, გამოვაცხადეთ კონკურსი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ძალიან ბევრ საჯარო სკოლაში გამოცხადებულ კონკურსებში, სამწუხაროდ, არავინ შეიტანა განაცხადი. ბუნებრივია, აქ თავიდან გვექნება კონკურსი ჩასატარებელი, სხვა არანაირი ბერკეტი სამინისტროს არ ჰქონდა, როდესაც კანდიდატი არ არის, ვერც ვერავის დანიშნავ, ამიტომ დარჩა მოვალეობის შემსრულებელი ის, ვინც მანამდე მართავდა“, - განაცხადა ამილახვარმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც