მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სკოლაში ემოციური, დაუვიწყარი დახვედრა მოუწყვეს.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი იყო პირველკლასელებისთვის, რომლთაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათთვის საკლასო ოთახები ლამაზად გაფორმდა, რამაც მათ განწყობა აუმაღლა.
„მშვიდობით ტკბილო ზაფხულო, ზღაპრულო თავისუფლებავ და მხიარულო არდადეგებო!
ბუდეს დაუბრუნდნენ ჩვენი ჭიკჭიკა მერცხლები - უფრო გაზრდილები, გაკაჟებულები და ბედნიერები. მოვიდნენ თვალებგაბწყინებული და გაოცებული პირველკლასელები, რომლებსაც მერხებზე დახვდათ საჩუქრები - კომპიუტერები, სკოლის გადაცემული წიგნები და სასწავლო ნივთები“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებს სწავლის დაწყება საპატიო სტუმარმა - თემის დეპუტატმა, ლაშა თოლორდავამ მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
სკოლის დირექტორმა - თენგიზ ოსეფაიშვილმა კი სიგელები გადასცა წარჩინებულ მოსწავლეებს, რესპუბლიკურ ღონისძიებებში გამარჯვებულებს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება.
„ყველას ახარებდა ერთმანეთის ნახვა, სითბო, სიყვარული და უსაზღვრო მონატრება აერთიანებდათ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ყველა თანამშრომელს
წინ საინტერესო, ცოდნის მომცემი და ხალისიანი სასწავლო წელი გველოდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ერკეთის საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა სასწავლო - სააღმზრდელო კერას და სასწავლო პროცესის ყველა მონაწილეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა