სიახლეები
სკოლები

ქვენობნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
18-09-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ. მასწავლებლებმა იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლის დირექტორმა - მარინა ცინცაძემ მოსწავლეებს სწავლის პროცესის განახლება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

„გილოცავთ, სასწავლო წლის დაწყებას! დაე, ეს წელი უამრავი წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი სკოლისათვის. გისურვებთ აქტიურ, მრავალფეროვან და ნაყოფიერ და სიახლეებით დატვირთულ  სასწავლო წელს!“,- სიყვარულით მიმართა სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა.

პირველკლასელ მოსწავლეებს გადაეცათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი კომპიუტერები და „დედა ენა“ და ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქვენობნის საკრებულოს გამგეობის საჩუქრები.

წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

სახელმწიფო ჰიმნის ფონზე პირველკლასელებმა აღმართეს სახელმწიფო დროშა. 

ღონისძიება იყო თბილი, საინტერესო და ამაღლებული. სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება