მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი გრანდიოზულად, საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გიმნაზიაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც პირველკლასელებს გადაეცათ პორტატული კომპიუტერები (ლეპტოპები). ეს დღე მათთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი აღმოჩნდა. ისინი გიმნაზიაში უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) თითოეულ კლასს ესტუმრა, პირველკლასელები გაიცნო და მოსწავლე-მასწავლებლებს პირადად მიულოცა სწავლის დაწყება. მან, ასევე წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა და მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ფარცხნალის“ დამფუძნებელს - ფრიდონ გუჯეჯიანს გაწეული თანადგომისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დაბა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინე ვეფხვაძე.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური, ამაღელვებელი და დაუვიწყარი იყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა