TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო, პიროვნება

„ძალიან მინდა, რომ გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ან ბრიტანეთში წავიდე“- გაიცანით, ეკა სეფიაშვილი - მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგი
18-09-2024
-
+


მასწავლებელი რომ განვითარებას არასოდეს უნდა წყვეტდეს, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - ეკა სეფიაშვილი გახლავთ. მან 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიპოვა. მიღებული თანხით საზღვარგარეთ, გაცვლითი პროგრამით, პროფესიულ განვითარებას გეგმავს.

როგორც ის etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, ეტაპობრივად, „ფულბრაიტის“ პროგრამებში მონაწილეობს ხოლმე და სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან დიდ ბრიტანეთში სურს.

„მიუხედავად იმისა, რომ ასაკით 50 წელს ვუახლოვდები, განვითარებისთვის ახალგაზრდული შემართება არ შემნელებია და გრძელვანიანი მიზნებისკენ შრომას ჩვეულებისამებრ ვაგრძელებ. „ფულბრაიტის“ გაცვლით პროექტში წელსაც ვგეგმავ მონაწილეობას, მსურს მეტი მეთოდური სიახლე შევიძინო, რაც სწავლა-სწავლების ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის ჩემს მუშაობაში. ვფიქრობ, მიღებული პრემიის ნაწილი პროფესიული ზრდის კუთხით გამოვიყენო,“- ამბობს ეკა სეფიაშვილი.

გარდა ამისა, არაფორმალური განათლების მიმართულებით, სხვადასხვა პროექტებსა თუ კონკურსებში მონაწილეობისთვის გარკვეული ფინანსური ხარჯებია საჭირო. მოსწავლეთა მშობლებისგან აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, ფინანსურ ნაწილში პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, მეც ვიღებ. ახლა, უფრო თამამი და გაბედული ვიქნები, მოსწავლეებთან ერთად ახალი იდეების განსახორციელებლად“ - ამბობს ეკა სეფიაშვილი.

ის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე სასკოლო საზოგადოებამ წარადგინა. კერძოდ, პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე მისი კანდიდატურა კათედრის ერთ-ერთმა წევრმა დაასახელა, რასაც სრული მხარდაჭერა მოჰყვა.

პედაგოგისთვის ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობა ახალი გამოწვევა და განვითარების შესაძლებლობაა.

„ჩემთვის ნებისმიერი კონკურსი ახალი გამოწვევაა. იმ პერიოდში, როდესაც თავს ვუყრი ჩემს ნამუშევარს, თან ვაანალიზებ, რას მივაღწიე, რა მაქვს  გასაუმჯობესებელი. მიმაჩნია, ყოველი სიახლე და გამოწვევა მხვეწს და მზრდის,“- ამბობს ეკა სეფიაშვილი.


კითხვაზე, ელოდა თუ არა გამარჯვებას და რას ნიშნავს მისთვის ეს აღიარება, გვპასუხობს:

„ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს არამარტო სკოლისა და მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ჩემი ქვეყნის წინაშე. ვფიქრობ, რომ ახლა ჩემი მუშაობა ბევრად გასცდება უკვე არსებულ ჩარჩოებს და ჩვენი ქვეყნის სასახელო, განათლებული,  გლობალური მოქალაქეების აღზრდაში დამეხმარება.“

ინგლისური ენის პედაგოგის თქმით, მისი ეს მიღწევა მოსწავლეებისთვისაც მამოტივირებელი აღმოჩნდა.

„ახალგაზრდებისთვის, ჩემი ყოფილი მოსწავლეებისთვის, რომლებმაც პედაგოგიური დაამთავრეს და მასწავლებლობა არ სურდათ, ჩემი ათეულში მოხვედრა დიდი მოტივაცია გახდა. პროფესიის პოპულარიზაცია მოიზიდავს ახალგაზრდებს პედაგოგის პროფესიაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ღირსეულ პედაგოგებთან ერთად ვზრუნავ ჩვენი მომავალი თაობის ხარისხიანი განათლებისთვის, რომლებსაც სჯერათ, რომ სწავლა და შრომა  აუცილებლად დაუფასდებათ,“- ამბობს მასწავლებელი.

აშკარაა, რომ ეროვნული პრემიის მოპოვების შემდეგ, ეკა სეფიაშვილი  განვითარებასა და მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე ფიქრობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება