მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
როგორც მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან სკოლაში გვიყვებიან, იქ 16 სექტემბერს განსაკუთრებული განწყობა და ემოციები იგრძნობოდა, რადგან საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს.
მოსწავლეები ყვავილებითა და ღიმილიანი სახეებით შეეგებნენ სტუმრებს: ხონის მერს - ლადო ჯურხაძეს, რესერსცენტრის უფროსს - ჯულიეტა ქობალიას და რესურსცენტრის რამდენიმე თანამშრომელს.
სკოლაში გვიყვებიან, რომ თბილ ვითარებაში ჩატარდა „გულახდილი ინტერვიუ“, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა რამდენიმე კითხვას უპასუხეს და თავიან ოცნებებსა და გეგმებზე ისაუბრეს. ამის შემდეგ მოსწავლეებს ფერად ლენტებში შეფუთული წიგნები და საჩუქრები - სასკოლო ნივთების ნაკრები გადაეცათ.
„სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო დიდ სამასწავლებლოში შეკრებილი ბავშვებისათვის, პედაგოგებისათვის, მშობლებისათვის, გამგეობის წევრებისათვის, სკოლის კურსდამთავრებულებისათვისა და თემის წარმომადგენლებისათვის სტუმრების გულწრფელი მილოცვა, რაც ყველასათვის უკეთეს შედეგებზე გასვლის დამატებითი მოტივაცია გახდა.
საზეიმოდ დარეკილი ზარის შემდეგ, დაიწყო სასწავლო პროცესი. დაე, ეს წელი წარმატებული იყოს ყველასათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა