სიახლეები
სკოლები

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა 
19-09-2024
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი სიხარულით შეაღეს, რადგან მათ მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული სკოლა დაახვედრეს. 

გაიმართა პირველკლასელთა მისაღები ღონისძიება. სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დირექტორმა და მასწავლებლებმა პატარებს დღესასწაულად უქციეს. 

დირექტორმა ქეთევან  დავლიანიძემ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს,  რომლებმაც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარი შემოაღეს, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“,- აღნიშნა სკოლაში.

ამ საზეიმო დღეს სკოლას სტუმრად ეწვია ღვაწლმოსილი პედაგოგი. 

საზეიმო მიღების შემდეგ მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო პროცესს დიდი შემართებით შეუდგნენ. 

აღსანიშნავია, რომ 16 სექტემბერს ოზინის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. შესაბამისად პედაგოგებმა მოწაფეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობა შეახსენეს. სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა საინფორმაციო საუბრები, მოსწავლე-მასწავლებლებმა ისაუბრეს ოზონის ფენის აღდგენასა და კლიმატის ცვლილებების შედეგებთან გამკლავების გზებზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება