სიახლეები
სიახლეები

8 მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებაც მომავალ აღმზრდელებს მოუწევთ - ახალი დოკუმენტი
07-10-2024
-
+


სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომელსაც საბოლოო სახე საჯარო განხილვის შემდეგ მიეცემა.

სკოლამდელი განათლება მოიცავს ადრეული ასაკის (0-დან 8 წლამდე) ბავშვის განათლებისა და განვითარების შესახებ მეცნიერულ ცოდნასა და პროფესიულ პრაქტიკას.

რაც შეეხება სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების სწავლის შედეგებს, პირმა უნდა იცოდეს:

ადრეულ ასაკში (დაბადებიდან 8 წლამდე) ბავშვის განვითარების  მახასიათებლები, შესაბამისი თეორიები და იაზრებდეს ბავშვის ადრეულ განვითარებას ჰოლისტური პერსპექტივიდან;

ადრეული ასაკის ბავშვთა სწავლა-სწავლების სხვადასხვა სტრატეგია და იაზრებდეს თამაშის ცენტრალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში ბავშვის აქტიურ როლს;

ბავშვებთან კომუნიკაციისა და მათი მონაწილეობის ხელშეწყობის სტრატეგიები; აცნობიერებს და იზიარებდეს საბავშვო ბაღის და თემის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში ბავშვების მონაწილეობის მნიშვნელობას;

სოციალური მრავალფეროვნების კონტექსტში მუშაობა და იაზრებდეს დემოკრატიული და ინკლუზიური მიდგომების პრინციპებსა და მნიშვნელობას;

მშობლებთან და ადგილობრივ თემთან თანამშრომლობის პრინციპები და სტრატეგიები; იაზრებდეს მშობლების როლსა და მნიშვნელობას ბავშვის განვითარების პროცესში;

გუნდური მუშაობა და აცნობიერებს დემოკრატიული და კრიტიკულად რეფლექსიური მიდგომის მნიშვნელობას სამუშაო პროცესში;

უნდა იცნობდეს სკოლამდელ განათლებაში არსებულ სიტუაციას ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში; აცნობიერებს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებისა და ოჯახების აქტიურ მონაწილეობას, სოლიდარობასა და სიცოცხლის მანძილზე სწავლას; ასევე იცოდეს ადრეული ასაკის ბავშვზე ზრუნვა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საფუძვლები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება