მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი ლამაზ, თბილ და უსაფრთხო გარემოში ზეიმით დაიწყო.
ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა - ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძემ, დირექტორის მოადგილემ მარიამ მამაიაშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ - გელა ჩოგოვაძემ. მათ დამსწრე საზოგადოებას მშვიდობიანი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
„ისინი განსაკუთრებით პირველკლასელებს მოეფერნენ და უსურვეს, რომ სკოლის კედლებში მიღებული ცოდნით, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაზე, მასწავლებლების და მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობით შესრულდა ორიგინალური მუსიკალური ნომრები და ცეკვები. ბავშვებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა