სიახლეები
სკოლები

ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს ახალ, თანამედროვე სტანდარტებს მორგებულ შენობაში შეხვდნენ 
19-09-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ახალი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. 

სკოლის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მერი ლევან ზოიძე, ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი მადონა გოგიტიძე და სხვა სტუმრები, მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვეს.

პირველი სასწავლო დღე სკოლაში საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. ღონისძიება საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც ლამაზად მორთულ საკლასო ოთახებში პირველად შეაბიჯეს.

სკოლა თითოეულ მოსწავლეს ულოცავს სწავლის დაწყებას და საუკეთესო სასწავლო წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება