სიახლეები
სკოლები

გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში სწავლა საზეიმოდ განახლდა - 2024-2025 სასწავლო წლიდან ყველა საფეხურის მოსწავლეს სასკოლო ფორმა ექნება 
19-09-2024
-
+


16 სექტემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდ ზარ-ზეიმით შეაღეს. 

მონატრებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო, კოლეგებო! გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დადგომას. ეს დღე ყოველთვის სავსეა დიდი მღელვარებითა და ემოციებით, რომლებიც დადებითად გვმუხტავს და შემართებას გვმატებს. შემართებას, რომელმაც უნდა დაგვაძლევინოს ყველა დაბრკოლება, რათა შევძლოთ ცოდნის მწვერვალების დაპყრობა. ერთგულ მეგზურად გვიგულეთ თქვენს გვერდით ცოდნის რთულ,მაგრამ საინტერესო გზებზე. გვიყვარხართ და დიდი შემართებით ვიწყებთ...“,- აღინიშნა სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შეხვდა. 2024-2025 სასწავლო წლიდან ყველა საფეხურის მოსწავლე სკოლაში სასკოლო ფორმით ივლის. 

სკოლის ლოგოან მაისურებში გამოწყობილი მოსწავლეები და მათ მოტივაციაზე მზრუნველი პედაგოგები სასწავლო პროცესის განახლებას დიდი შემართებითა და სიხარულით შეხვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება