მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
სასკოლო საზოგადოება საერთო სიხარულმა მოიცვა, პედაგოგები და მოსწავლეები ამ მნიშვნელოვან დღეს ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებას უსურვებდნენ.
სასწავლო წლის დაწყებას ქართული ენის პედაგოგი - ნანა ხიმშიაშვილი მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავს.
„ჩვენი სკოლა, „უჩვეულოდ“ განსხვავებული ემოციებით იწყებს 2024-2025 სასწავლო წელს.
მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ყოველთვის განსხვავებულად, ამაღლებული ემოციებით ელოდება სკოლის დაწყებას. საზაფხულო არდადეგების შემდეგ, ისევ იკრიბება დიდი ოჯახი, ერთი მიზნისთვის - თითოეულმა მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა და იმ ახალი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების დაუფლება, რაც მომავალ ცხოვრებაში მისთვის და სხვებისთვის კეთილდღეობისა და ბედნიერების მომტანი იქნება. ეს არის სკოლის მთავარი მისია და ამოცანა.
გისურვებთ, სკოლაში ერთად შევძლოთ, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება და მაღალი სასწავლო სტანდარტების დაძლევა. ერთად დავძლიოთ ყველა გამოწვევა და ლაღად, მოტივირებულად და მიზანდასახულად შევუდგეთ ამ „უჩვეულო“ სასწავლო პროცესს.
ისწავლეთ მიზანმიმართულად და ხარისხიანად, რათა თქვენი ცოდნა თქვენი ოჯახებისა და ჩვენი სამშობლოსთვის წარმატების მომტანი იყოს“,- წერს ქართული ენის პედაგოგი ნანა ხიმშიაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა