მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღეს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ეზო ჟრიამულმა მოიცვა.
„დიახ! სწავლა დაიწყო. მღელვარება, ემოცია, პიკს აღწევდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ზემოსურების სკოლის დირექტორმა - გელა ეზიეშვილმა და დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - მანანა ბარამიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. აღსანიშნავია, რომ მათ განსაკუთრებული გარემო დაახვედრეს პირველკლასელებს.
„ჩემი პატარა მერცხლები, ჩემი პირველკლასელები და უკვე შებუმბლული მე-3 კლასი როგორი ციმციმა თვალები შემომანათეთ, როგორ მომეფერეთ, აი, ეს კი ღირს ნამდვილად მასწავლებლის სტატუსად.
გილოცავთ, ცოდნის ტაძარში მობრძანებას, თქვენ ხართ მსოფლიოში საუკეთესო პირველკლასელები. აი, უკვე დაიწყეთ ცხოვრების ახალი ეტაპი, ეს კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას, მშვიდობიან ბედნიერ მომავალს.
ძალინ, ძალიან მიყვარხართ მე, თქვენ მაძლევთ მოტივაციას ვიყო ისეთი როგორსაც ისურვებდით“, - აღნიშნავს პედაგოგი მანანა ბარამიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა