მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებით და ენთუზიაზმით დაიწყო.
სასწავლო წლის პირველ დღეს, სკოლაში საზეიმო ღონისძიება მოეწყო. პედაგოგებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ იქ განსაკუთრებულად პატარა პირველკლასელებს შეხვდნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს. მათ კუთვნილი წიგნები და ლეპტოპები საზეიმოდ გადაეცათ.
„სკოლის თითოეულ მოსწავლეს მეგობრული და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო დახვდა. აღსანიშნავი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გასული სასწავლო წელი სკოლისათვის წარმატებული იყო. 2023-2024 სასწავლო წელს სკოლა ხუთმა მოსწავლემ დაამთავრა და ხუთივე მათთვის სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს და ვისურვებდით, რომ ეს ახალი სასწავლო წელიც ასეთივე წარმატებული ყოფილიყოს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა