მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი პედაგოგი თამარ ადამია მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულია.
მას საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - გიორგი ამილახვარმა გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ გარდა მასწავლებლობისა თამარ ადამია 40-ზე მეტი საბავშვო წიგნის ავტორია, იგი ასევე პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა.
თბილისის N28 საჯარო სკოლის მასწავლებელი პრემიაზე გამარჯვების რწმენით წარადგინეს, გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მისი წარმატებით ხარობენ.
სკოლის დირექცია, კოლეგები, მოსწავლეები და მათი მშობლები პედაგოგს გამარჯვებას სიყვარულით ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„სასკოლო საზოგადოება ულოცავს ქალბატონ თამარ ადამიას მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რომელიც გადაეცა საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა