მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლაში მოსწავლეთათვის საზეიმო დახვედრა მოეწყო. ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და დაუვიწყარი პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც „ცოდნის ტაძარში“ პირველად შეაბიჯეს. მათთვის სკოლის ზარი პირველად დაირეკა.
სკოლის დირექტორი თამარ ფარასტაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს ულოცავს. მათ წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. ხელმძღვანელი ასევე თითოეული პედაგოგის ღვაწლსა და შრომას აღნიშნავს და მათ მადლობას უხდის მომავალი თაობის აღზრა-განათლებაში.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
დღეს განსაკუთრებული დღეა. პირველ რიგში, მინდა მივულოცო პატარა პირველკლასელებს. თქვენ იწყებთ ახალ, საოცარ თავგადასავალს ცოდნის სამყაროში. ეს გზა იყოს სიხარულით, აღმოჩენებითა და წარმატებებით სავსე.
მასწავლებლების ღვაწლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის აღზრდაში. გისურვებთ ენერგიას, შთაგონებასა და მოთმინებას ამ საპასუხისმგებლო საქმეში.
მშობლებს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. თქვენი როლი უდიდესია ბავშვების წარმატებაში. ერთად შევქმნათ საუკეთესო გარემო მათი განვითარებისთვის. მშობლებო, თქვენი მხარდაჭერა ოქროს ფასია. ერთად შევქმნათ საუკეთესო გარემო, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან და ვითარდებიან.
ასევე, მინდა მივულოცო ჩვენს კურსდამთავრებულებს, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან და სწავლას სხვადასხვა უნივერსიტეტში აგრძელებენ. ამაყი ვართ თქვენით და წარმატებებს გისურვებთ ახალ ეტაპზე. თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე და იმედი. გახსოვდეთ, რომ თქვენი ფესვები აქ არის და ყოველთვის გელოდებით, რომ მოგვიყვეთ თქვენი ახალი წარმატებებისა და წინსვლის შესახებ.
ყველა მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებებს, ახალ აღმოჩენებს და პიროვნულ ზრდას ამ სასწავლო წელს. იყავით ცნობისმოყვარეები, გამბედავები და მიზანსწრაფულები.
დაე, ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს ნაყოფიერი, სახალისო და დაუვიწყარი ჩვენი სკოლის ყველა წევრისთვის!
წარმატებები ახალ სასწავლო წელს! მიყვარხართ და მჯერა თქვენი!“, - წერს დირექტორი თამარ ფარასტაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება