მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის, ტალერისა და ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლებში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
ეს მნიშვნელოვანი დღე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა - თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ პაშა გულორდავასთან ერთად, კიწიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს მიულოცა. მათ მოსწავლე-მასწავლებლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ კიწიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში განაახლეს.
როგორც გვიყვებიან, სკოლას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
დიდი ზეიმი იყო ასევე სალხინოსა და ტალერის საჯარო სკოლებში. აღნიშული სკოლების პირველკლასელებს ტალერის მკვიდრმა, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, მათემატიკოსმა - ივლიანე ნაჭყებიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან ერთად, საჩუქრად წიგნები გადასცა.
ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.
ეს დღე ძალიან საინტერესო, ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა