სიახლეები
სკოლები

კურსების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა 
20-09-2024
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სკოლაში, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ.

ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომელთათვისაც საკლასო ოთახები ლამაზად მოირთო. ისინი საპატიო სტუმარმა კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ანდრო კაკალაძემ საჩუქრებით გაახარა, რისთვისაც მადლობას უხდიან.

„მადლობა გვინდა გადავუხადოთ დღევანდელი დღის გალამაზებისთვის და გვერდით დგომისთვის კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს  ბატონ ანდრო კაკალაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​დირექტორი თამარ ზარნაძე მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავს და მათ საინტერესო, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. უფალმა შეგმატოთ ძალა და ენერგია ახალი წარმატებების მისაღწევად! წინ ვრცელი და საინტერესო გზაა!

ფრთები შეასხით თქვენს ოცნებებს! ჩვენო პირველკლასელებო, უფალმა დაგილოცოთ პირველი  ნაბიჯები სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი გქონოდეთ“, - აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება