მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა მისაღები საზეიმო ღონისძიება. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. ამ დღისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ და ბავშვებს ლამაზად მორთული სასკოლო სივრცე დაახვედრეს. დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
„წარმატებულ წელს გისურვებთ ჩვენო მერცხლებო! მინდა, წარმატებულები და ბედნიერები იყოთ საუკეთესო ადამიანები გერქვათ თქვენი ინტელექტი და ადამიანობა ყოველთვის ფასობდეს მაღალ ქულაზე თქვენი ცხოვრების გზა წეროთ სუფთად, უბოროტოდ და უცოდველად სიგელები კი სიკეთით და დიდი კეთილი გულის ტარებით აგეღოთ, ბედნიერი სასწავლო წელი ხალიფაურის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას!“- აღინიშნა სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ხალიფაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციას, წახალისებასა და განწყობის ამაღლებას ყოველთვის მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა