მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, იქ კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც მედიაცია გახლდათ.
მედიაციის შესახებ ტრეინინგს ფონდ „სოხუმის“ ტრენერი და წარმომადგენელი - გურანდა გვანცელაძე უძღვებოდა. ბოლოს როლური თამაში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მედიატორის, მოსარჩელისა და მოპასუხეთა როლები მოირგეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ დადებითად შეაფასა.
„მედიაცია — დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია. აღნიშნული შესაძლებელს ხდის დავის გადაწყვეტას სასამართლოს გარეშე. მედიაციის მიმდინარეობისას მიუკერძოებელი მესამე მხარე ეხმარება მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაში“,- სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა