მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი სასწავლო დაწყებასთან ერთად, გარკვეული საკითხები გააქტიურდა, რომელთა შესახებაც დირექტორთა პლატორფმა ეროვნული სასწავლო გეგმიდან განმარტებებს აკეთებს. რა უნდა გაითვალისწინოთ სასწავლო წლის მიმდინარეობისას:
I კლასში ირიცხებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის" მე-7 მუხლი 21 პუნქტის შესაბამისად, პირის, რომლის ასაკი აღემატება 10 წელს და არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, სკოლაში ჩარიცხვა ხორციელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების საფუძველზე.
დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.
I-IV კლასებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება და აქედან გამომდინარე, კლასში მოსწავლის დატოვება კლასის ვერდაძლევის საფუძვლით არ არის შესაბამისობაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
სკოლის დირექცია ვალდებულია შექმნას სკოლის შიდა მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გაკვეთილების ხშირი გაცდენების და/ან აკადემიური ჩამორჩენის მქონე მოსწავლეების დროულ აღმოჩენას და რემედიაციის პროგრამის შეთავაზებას. აღნიშნული მექანიზმის ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ექსტერნატისა და საშემოდგომო გამოცდების რაოდენობას, შედეგად კი მინიმუმამდე დაიყვანს კლასის ვერდაძლევის მაჩვენებლებს ეროვნულ დონეზე.
სკოლა ვალდებულია საჭიროებისამებრ შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს მოსწავლე. შინ სწავლების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სკოლა (საჯაროც და კერძოც) სასკოლო სასწავლო გეგმით და იგი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზებას.
მოსწავლის მობილობის შემთხვევაში, გამშვები და მიმღები სკოლების დირექციები ვალდებულნი არიან გააკონტროლონ/მოაწესრიგონ მოსწავლის აკადემიური მოსწრების მხარე (მიმდინარე და სემესტრული/წლიური შეფასებები), რათა სემესტრის/წლის ბოლოს თავიდან იქნას არიდებული შეფასების პრობლემები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.