მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლას ინგლისური ენის ახალგაზრდა და მოტივირებული პედაგოგი ხატია ქოჩქიანი შეემატა.
პედაგოგი ამავე სკოლისა და ივ, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფილოლოგიის კურსდამთავრებულია, წელს კი მასწავლებლის გამოცდაც წარმატებით ჩააბარა.
სკოლაში ხატია ქოჩქიანის მშობლიურ სკოლაში დაბრუნება ახარებთ და მას კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას უსურვებენ.
„ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება! მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა მისი ერთ-ერთი მკვიდრი!
დიახ, იცნობდეთ! ხატია ქოჩქიანი, რომელმაც 16 სექტემბერს პირველად შეაღო მშობლიური სკოლის კარი, როგორც მასწავლებელმა. მან წელს, წითელ დიპლომზე დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინგლისური ენის ფილოლოგიის სპეციალობითა და წელსვე წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ინგლისურ ენაში.
როგორც მასწავლებელმა, პირველ ნაბიჯი გადადგა იქ, იმ სკოლაში, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ! კეთილი იყოს შენი პირველი ნაბიჯი მასწავლებლის სამყაროში, ხატია მასწავლებელო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კოლეგას სკოლაში დაბრუნებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას