მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგი - „პირველადი სამედიცინო დახმარება“ ჩატარდა.
ტრენინგი პირველადი დახმარების საკითხებზე, წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით, გაიმართა და წარმატებით წარიმართა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა პედაგოგების აღჭურვას საჭირო ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რაც მათ მომავალში საშუალებას მისცემს, გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფად და სწორად იმოქმედონ.
ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, რომელთა ცოდნითაც თავისუფლად შეძლებენ:
„ჩვენი სკოლისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის დგას მოსწავლეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. პედაგოგების ცოდნა პირველადი დახმარების თაობაზე უზრუნველყოფს მეტად დაცულ და უსაფრთხო გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება თავდაჯერებულობა და იმედი იმისა, რომ მათ გვერდით არიან კვალიფიციური ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ იმოქმედონ კრიტიკულ მომენტში.
ეს ტრენინგი ჩვენი სკოლის განვითარების ნაწილია. რადგან ვცდილობთ, მუდმივად გავაუმჯობესოთ უსაფრთხოების სტანდარტები და შევქმნათ საუკეთესო პირობები ჩვენი მოსწავლეების განვითარებისთვის.
მადლობას ვუხდით ყველა მასწავლებელს ჩართულობისა და პასუხისმგებლობისთვის!
მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის ექიმ-პედიატრს თამარ ადეიშვილს! პირველადი დახმარების ცენტრს (First Aid Center)“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრიორირეტია, მასწავლებელთა გადამზადება და პროფესიული განვითარება კი ყოველდღიურობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს